თუ მპაბე წავა, პსჟ რიშარლისონის შეძენას ეცდება

თუ მპაბე წავა, პსჟ რიშარლისონის შეძენას ეცდება

იმ შემთხვევაში, თუ კილიან მბაპე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას „პარი სენ-ჟერმენს“ დატოვებს, პარიზული კლუბი ყურადღებას „ევერტონის“ შემტევს, რიშარლისონს მიაპყრობს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

მბაპეს „რეალში“ გადასვლა ისევ აქტუალურია. მადრიდელები ახალ წინადადებას ამზადებენ, რადგან ბოლო შეთავაზება - 160 მილიონი ევრო, პარიზელებმა უარყვეს.

ცნობილია, რომ რიშარლისონი ნეიმართან მეგობრობს და ამან შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს პსჟ-ის არჩევანისას.

ორი კვირის წინათ, რიშარლისონი ბრაზილიის ნაკრებთან ერთად, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა. 5 გოლით მან ტურნირის საუკეთესო ბომბარდირობაც მოიპოვა.