ნიგერიელი ბიზნესმენი, იბოს მეფე რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ თბილისის მერობის კანდიდატად დარეგისტრირდა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერად მისი კანდიდატურა საარჩევნო სუბიექტმა „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ წარადგინა, - ამის შესახებ ინფორმაცია ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ნიგერიელი ბიზნესმენი რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ საქართველოში რამდენიმე წელია, ცხოვრობს. ჰყავს ქართველი მეუღლე და კარგად ფლობს ქართულ ენას. ის თეოლოგია, ასევე დამთავრებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ფლობს რამდენიმე ენას.
აი, კიდევ ერთი სავალალო მაგალითი იმისა, თუ რატომ არ გვეშველება არასდროს არაფერი, როგორც ცხონებული კახი კავსაძე იტყოდა.
ამისთანა კანდიდატურა გყავდეს და შენ თბილისის მომავალ მერს არჩევნებით ეძებდე, ეს იგივეა, აღმაშენებელი გყავდეს ეგერ და პრეზიდენტად მარგველაშვილს ირჩევდე!