რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართება. ფრანგული „პარი სენ ჟერმენი“ კატალონიურ „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.
გუშინ გამოცემამ „L ‘ equipe” საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. აღმოჩნდა, რომ მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელი თავკაცი ჟოზე მოურინიო პარიზული გუნდის მწვრთნელებს „ბარსელონას“ წინააღმდეგ მზადებაში აქტიურად ეხმარება.
ცნობილია, რომ „ერთადერთს“ „პსჟ“-ს თავკაც კარლო ანჩელოტისთან, სპორტულ დირექტორ ლეონარდოსთან და პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფისთან ახლო ურთიერთობა გააჩნია.
მოურინიოს კატალონიური გუნდი გულზე არ ეხატება. ფრანგი ჟურნალისტების მტკიცებით, ბატონი ჟოზე კარლო ანჩელოტის ყოველდღე ტელეფონით საათობით ესაუბრება და „ბარსელონას“ სავარაუდო დამარცხების მისეულ გამოცდილებას უზიარებს.
პორტუგალიელს კატალონიელთა ძლევის რეცეპტისთვის უკვე მიგნებული აქვს. უკანასკნელ რვა „ელ კლასიკოში“ მადრიდის „რეალი“ მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.
„პსჟ“ – „ბარსელონას“ პირველი დაპირისპირება პარიზში 2 აპრილს ჩატარდება, განმეორებით შეხვედრას კი 10 აპრილს „კამპ ნოუს“ სტადიონი უმასპინძლებს.