შემთხვევითი მოგება არ არსებობს

შემთხვევითი მოგება არ არსებობს

აზარტული ადამიანები ვერაფრით ვერ ეგუებიან იმ რეალობას, რომ სათამაშო ავტომატისთვის მოგება გამორიცხულია და ათასში ერთს თუ გაუღიმებს ბედი.

ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა ჰაკერებმა საფუძვლიანად შეისწავლეს ერთ-ერთი სათამაშო ავტომატის პროგრამა და მივიდნენ დასკვნამდე, რომ შემთხვევითი მოგება გამორიცხულია.

ტექნიკა ისეა დაპროგრამებული, რომ სანამ ასეულობით მოთამაშეს არ გაფცქვნის, წაგებაზე არც იფიქრებს.

ავტომატში ჩამონტაჟებულია ჩიპი, რომელიც მოთამაშეს მხოლოდ ბრძანების მიცემის შემთხვევაში გააბედნიერებს. თუმცა გაცემული თანხა გაცილებით მცირეა, ვიდრე თვეების განმავლობაში ჩაყლაპული.

სათამაშო ავტომატების ბრიტანელმა მწარმოებლებმა ჰაკერების დასკვნა კატეგორიულად უარყვეს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.

გასულ წელს ერთ-ერთმა 74 წლის ამერიკელმა ქალბატონმა ლას-ვეგასში სამი ერთდოლარიანი მონეტით 14 მილიონი დოლარი მოიგო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმ კაზინოში გასაცემი თანხა უკვე გაცემულია, უახლოესი ორი წლის განმავლობაში არავის არაფრის მოგების იმედი არ უნდა ჰქონდეს და ამ დაწესებულებას არავინ უნდა გაეკაროს.