"სიტი" რონალდუთი დიანტერესებულია, მაგრამ მის ტრანსფერში ფულის გადახდა არ სურს

კრიშტიანუ რონალდუს „იუვენტუსიდან“ წასვლის ერთადერთი ვარიანტი აქვს - „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky Sport-ი ავრცელებს.

წყაროს თანახმად, ინგლისური კლუბი პორტუგალიელის გადაბირებით დაინტერესებულია, მაგრამ მის სანაცვლოდ ფულის გადახდა არ სურს. „იუვენტუსი“ კი რონალდუში 25-30 მილიონ ევროს, ან შესაბამისი ფასის ფეხბურთელს ითხოვს. ინგლისელები მზად არიან ბერნარდო სილვა შესთავაზონ ტურინელებს, მაგრამ მათ თვალი გაბრიელ ჟეზუშზე აქვთ დადგმული.

მიუხედავად ამისა, Sky Sport-ის ჟურნალისტები ფაბრიციო რომანო და ჯანლუკა დი მარციო როგორც იტყობინებიან, ტურინში დარწმუნებულნი არიან, რომ რონალდუ გუნდში დარჩება. ისინი ასევე გამორიცხავენ „პარი სენ ჟერმენისა“ და მადრიდის „რეალის“ ინტერესს. ამდენად, კრიშტიანუს შესაძლო დანიშნულების ადგილი ამ ეტაპზე მხოლოდ მანჩესტერია, ქალაქი, რომელსაც ძალიან კარგად იცნობს.

შეგახსენებთ, სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება, რონალდუს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.