ნინა თიბილაშვილმა ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ნინა თიბილაშვილმა ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი ტოკიოს პარალიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანია. ფინალში ის ჩინელ ბიან ძინთან 7:15 დამარცხდა.

თიბილაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 4-დან ორ შეხვედრაში იმარჯვა და ძირითად ბადეში ასპარეზობა მერვედფინალიდან დაიწყო, სადაც იტალიელ ლორედანა ტრიგილიას 15:9 სძლია. მეოთხედფინალში თიბილაშვილმა უკრაინელი ნატალია მორკვიჩი 15:13 დაამარცხა, ნახევარფინალში კი ასევე უკრაინელი ევჰენია ბრეუსი 15:12 დაამარცხა.

რაც შეეხება კიდევ ერთ პარამოფარიკავეს, ირმა ხეცურიანს, ის ნახევარფინალში ჩინელ შუმაი ტანთან 8:15 დამარცხდა, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა კი ასევე ჩინეთის წარმომადგენელ რონ ქსიაოსთან დათმო (6:15).

ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე საქართველო 14 პარასპორტსმენით სპორტის 6 სახეობაშია წარმოდგენილი.