კლოპი ჰოლანდის „ლივერპულში“ შესაძლო გადასვლაზე - „ვნახოთ“

კლოპი ჰოლანდის „ლივერპულში“ შესაძლო გადასვლაზე - „ვნახოთ“

ბოლო დღეებში ბრიტანულმა ტაბლოიდებმა დორტმუნდის „ბორუსიის“ ნორვეგიელი ჭაბუკი თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი, „ლივერპულს“ დაუკავშირეს. ამასთან დაკავშირებით, მერსისაიდელთა მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, ჟურნალისტებს ესაუბრა.

„ერლინგს განსაკუთრებული ნიჭი აქვს. ბუნებრივი ძალა. ერთხელ, ზემისას, ბურთი მიწას დაატყა და იქ პატარა ორმო გაჩნდა.

ბრაზობს, როცა მისი გუნდი გოლს უშვებს? დიახ. გრძნობს, რომ ამ შემთხვევაში, თავდასხმაში რაღაც სწორად არ გააკეთეს.

ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და კიდევ გაიზრდება. მისი დიდ კლუბში გადასვლაც შორს აღარ არის. ვერ გეტყვით, მიმდინარე სეზონში ეს მოხდება თუ არა, მაგრამ „დორტმუნდს“ ძალიან გაუჭირდება მისი შენარჩუნება.

„ლივერპულის“ ინტერესი? ის ძალიან სასურველი ფეხბურთელია. მომწონს მინდორზე მისი ენერგია. თან ისეთია, ნებისმიერი გუნდის სქემაში ჩაეწერება. ვნახოთ.“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს Bild.