„თალიბანი ერთხელ უკვე მოგვწვდა ჩვენ, 2014 წელს, როდესაც ჩვენს ტერიტორიაზე 3 ტონა თხევადი ჰეროინი იქნა გადატანილი“

„თალიბანი ერთხელ უკვე მოგვწვდა ჩვენ, 2014 წელს, როდესაც ჩვენს ტერიტორიაზე 3 ტონა თხევადი ჰეროინი იქნა გადატანილი“

„როგოროც ჩანს, ევროკავშირი თალიბებთან მოლაპარაკების შესახებ ერთიანი არაა, სხვა შემთხვევაში ევროკავშირის სამიტი არ გადაიდებოდა სექტემბრის შუა რიცხვებამდე. ამით ჩანს, რომ ერთიანი მიდგომა არ არსებობს“, - აცხადებს ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია და For.ge-სთან ავღანეთში და მის ირგვლივ არსებული მდგომარეობას აფასებს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირს არ უღიარებია თალიბანი და არც პოლიტიკურ მოლაპარაკებებს აწარმოებს „ბოევიკებთან.“ მისივე თქმით, ევროკომისია მზად არის დაფინანსება გაუწიოს ევროკავშირის ქვეყნებს, რომლებიც ლტოლვილთა განსახლებას ეხმარებიან და გეგმავს მომავალ კვირაში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე დასვას ლტოლვილთა განსახლების საკითხი. დღეს არსებული მდგომარეობის შედეგად, როგორი გეოპოლიტიკური რეალობა მივიღეთ და როგორ ცვლის ეს ყველაფერი მსოფლიო დღის წესრიგს?

- ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა თავიანთ ტერიტორიაზე მიიღეს ლტოლვილები და ევროკავშირისთვის ეს არის ნომერი პირველი პრობლემა. თურქეთმა პირდაპირ განაცხადა, რომ იწყებს ლტოლვილების მიღებისთვის პირობების შექმნას. თუ თურქეთში აღმოჩნდებიან, დიდი ალბათობით, საქართველოშიც ამოყოფენ თავს.

ამერიკა მიიღებს მხოლოდ განსაზღვრული ტიპის ავღანელ ლტოლვილებს, პოლიტიკური კუთხიდან გამომდინარე. ავღანეთში ახალი გეოპოლიტიკური რეალობა შეიქმნა, რადგან ასევე გაჩნდა ე.წ. ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი, რომელიც მიმართულია თალიბების რეჟიმის წინააღმდეგ.

ამასთან, მოლაპარაკება ჩაიშალა „თალიბებსა“ და „წინააღმდეგობის ფრონტის“ წარმომადგენლებს შორის და უკვე დაიწყო სამოქალაქო ომი. თანაც, გააქტიურდნენ ამერიკელები. არ არის გამორიცხული, ამერიკამ განახორციელოს „წინააღმდეგობის მოძრაობის“ დახმარება.

ამერიკელებს გაუჩნდათ იმედი, რომ ავღანეთში პოზიციები დაიბრუნონ. მანამდე ამერიკელებს ჰქონდათ საკმაოდ მძიმე სიტუაცია და მათი ავღანეთიდან გამოსვლა უფრო გაქცევას ჰგავდა. ამერიკელებს გაუჩნდათ შანსი, რომ გაიმეორონ 2001 წლის სცენარი, როდესაც ჩრდილოეთ ალიანსის სამხედრო ფორმირებებმა, ამერიკელების დახმარებით შეძლეს ქვეყანაში ხელისუფლების აღება.

8000 სამხედრო მოსამსახურე აკავებდა თალიბების შემოტევებს, საუბარია მთავარ ქალაქებზე. როგორც კი სამხედროები გაიყვანეს ამერიკელებმა, თალიბებმა მაშინვე ავღანეთის ამ მთავრობას „გამოუყვანეს წირვა“. თუმცა, ამერიკა რატომღაც ქაბულის საერთაშორისო აეროროტზე ცდილობს კონცენტრაციას. ამერიკელებმა აამოქმედეს საზღვაო ავიაცია - დაიწყეს ჰაერში პატრულირება ქაბულის აეროპორტის დასაცავად.

როგორც ჩანს, ამერიკელები ურთიერთობას გააბამენ „წინააღმდეგობის ფრონტთან,“ დაემხარება მათ იარაღით, თანხებით. ამერიკა შეეცდება, რომ ქაბულზე დაიბრუნოს კონტროლი. თუ დაიბრუნებენ ამერიკელები ბაგრამის სამხედრო ბაზას, გააფართოებენ „წინააღმდეგობის ტერიტორიას“.

ამის საპირისპირო სცენარი რომ განვიხილოთ: რამდენად არის შესაძლებელი, „თალიბანმა“ ერთგვარი გაფართოება მოინდომოს და ამ შემთხვევაში მთავარი საფრთხე ვის დაემუქრება? ავღანეთის მეზობელ სახელმწიფოებს?

- თალიბანი სერიოზულ პოლიტიკურ და გეოპოლიტურ ძალას წარმოადგენს. ისინი მიხვდნენ ამ სცენარის განვითარებას და უკვე გადადიან შეტევაზე. ფაქტობრივად, სამოქალაქო ომის ნიშნები არსებობს.

თალიბები ყველა საზღვარს აკონტროლებენ - ცენტრალური აზიის, ირანის, პაკისტანის. თალიბანი იყოფა რადიკალებად და უფრო რადიკალებად - რომელი ძალა ჩაიგდებს ხელისუფლებას, არავინ იცის.

შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს ახალი თავსატეხი გაუჩნდა თალიბანის’ სახით, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მსოფლიოს...

- თალიბანი, რომელიც ჯერჯერობით თავს იკატუნებს, არის სერიოზული გეოსტრატეგიული გამოწვევა და ეს ყველა შემთხვევაში, ჩვენც მოგვწვდება. თალიბანი ერთხელ უკვე მოგვწვდა ჩვენ, 2014 წელს, როდესაც ტვირთი იქნა გადატანილი ჩვენს ტერიტორიაზე - 3 ტონა თხევადი ჰეროინი, რომელიც თალიბანის ტვირთი იყო. შესაბამისად, კიდევ რამდენი ტვირთი გადავიდა ჩვენი გავლით, არ ვიცით.

საქართველოში არსებობენ ჯიჰადისტური მიძინებული ქსელები, რომელიც ჩატაევის რეიდმაც კარგად აჩვენა. რომ ვიცოდეთ, ჩატაევი მიდიოდა ავღანეთში, იგი უნდა ყოფილიყო ავღანეთში, ისლამური სახალიფოს სამხედრო ლიდერთან. ჩატაევს როგორი დახმარება ჰქონდა, ალბათ, ვიცით.

ასეთი ქსელები ისლამურ სახალიფოს საკმაოდ ბევრი აქვს, ისევე როგორც თალიბანს ექნება თავისი მიძინებული ქსელი, რადგან 3 ტონა ჰეროინის გატარება საქართველოს ტერიტორიაზე, თალიბანს რომ არ ჰყოლოდა თავისი მხარდამჭერები, ვერ გაატარებდნენ.

ფიქრობთ, რომ თალიბანი სერიოზულ თავის ტკივილს წარმოადგენს დღეს საქართველოსთვის?

- თალიბებმა საქართველოს ტერიტორიაზე შეიძლება ნარკოტიკებთან ერთად, იარაღის უკანონო დისტრიბუცია დაიწყონ. ისინი გააჩაღებენ იარაღის უკანონო ტრანზიტს და შესაბამისად, მათ შეიძლება იარაღი გაყიდონ სირიაში, ჯიჰადისტურ დაჯგუფებებთან.

მივიღებთ ერთგვარ სამკუთხედს, რომელიც იქნება ყველაზე მძიმე გეოსტრატეგიული ფუძე უახლოეს დღეებში, რომელმაც შეიძლება კოვიდიც გადაფაროს. ეს არის სერიოზული გამოწვევა და ჩავთვალოთ, რომ ეს იქნება ევრაზიული ბალკანეთი, ოღონდ ჯიჰადისტური სულისკვეთებით.

 

trampi ეს მიშამ კალტენბრუნერის აგენტობაზე ჩასვა
3 წლის უკან
Gami მომკალით.. და არ ტოვებს ეს ტიპაჟი სერიოზული სუბიექტის შთაბეჭდილებას...
3 წლის უკან