ბაქტერიები ერთმანეთში ლაპარაკობენ

ბაქტერიები ერთმანეთში ლაპარაკობენ

პრინსტონის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგმა ტომ ბასლერმა აღმოაჩინა, რომ ბაქტერიები ერთმანეთში ინფორმაციის გაცვლას ახერხებენ.

პროცესი კი ასე ვითარდება - ბაქტერიები შესაბამის მოლეკულებს გამოყოფენ, რომლებსაც შემდეგ სხვა ბაქტერია იღებს.

სწორედ მოლეკულების დახმარებით გადასცემენ ეს პარაზიტები ერთმანეთს ინფორმაციას.

იგებენ, სად ემუქრებათ საფრთხე და სად შეიძლება გემრიელად „წახემსება“. არადა, ადრე ეგონათ, რომ ბაქტერიები ყველაზე მარტივი სტრუქტურის ცოცხალი ორგანიზმები იყვნენ.

მეცნიერებს ამ აღმოჩენის შემდეგ ახალი იდეა დაებადათ - ბაქტერიების ნაცვლად, საჭირო ინფორმაციას სპეციალური ხელსაწყო მიაწვდის და შესაძლებელი გახდება მათი მართვა.

მაგალითად, ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ბაქტერიების განადგურება საჭირო აღარ იქნება, რადგან შესაბამისი „ბრძანებით“ ექიმი მავნებლებს ორგანიზმისთვის ზიანის მიყენებას აუკრძალავს.

სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ მსგავსი უპრობლემო მკურნალობა საკმაოდ ძვირი სიამოვნება იქნება.