ლუკა გაგნიძეს კორონავირუსი აქვს

ლუკა გაგნიძეს კორონავირუსი აქვს

ეკატერინბურგის „ურალში“ კორონავირუსის აფეთქებაა და ინფიცირებულთა შორის ქართველი ნახევარმცველი ლუკა გაგნიძეცაა. აღნიშნული ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტმა ირაკლი ლილუაშვილმა დაადასტურა.

„ლუკას ნამდვილად აქვს კორონავირუსი, მაგრამ ახლა თავს უკეთ გრძნობს და რამდენიმე დღეში ვარჯიშს დაიწყებს“, - უთხრა ლილუაშვილა Sport-express-ს.

შეგახსენებთ, „ურალმა“ ლუკა გაგნიძე მოსკოვის „დინამოდან“ ინათხოვრა და მიმდინარე სეზონში ორი მატჩიც ჩაატარა, მაგრამ ბოლო შეხვედრაში განაცხადში არ ყოფილა, რისი მიზეზიც კორონავირუსი აღმოჩნდა.