"ტრაბზონსპორმა" ირაკლი აზაროვის ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყო

„დინამო ბათუმისა“ და საქართველოს ნაკრების მცველ ირაკლი აზაროვს თურქული „ტრაბზონსპორი“ იწვევს. Sabah-ის ცნობით, ტრაბზონელთა ინტერესი სერიოზულია და მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

სხვა დეტალებს თურქული მედია ამ ეტაპზე არ წერს, მაგრამ მოსალოდნელია, რომ „დინამო ბათუმის“ ნიჭიერ ფეხბურთელს წლის ბოლომდე შეინარჩუნებს.

აღსანიშნავია, რომ აზაროვს სხვა კლუბებიც აკვირდებიან - „ბრიუგე“, ზაგრების „დინამო“ და „კრასნოდარი“. შედეგად, მას არჩევანი საკმაოდ აქვს. „ტრაბზონსპორი“ კონფერენს ლიგის პლეი-ოფშია, სადაც „რომასთან“ პირველი მატჩი შინ 1:2 წააგო. ამ გუნდის რიგებში არაერთი ცნობილი ფეხბურთელი თამაშობს, მათ შორის, ჟერვინიო, ბრუნო პერესი, ანდრეას კონრელიუსი და მარეკ ჰამშიკი.

ირაკლი აზაროვი "დინამო ბათუმს“ მიმდინარე წელს შეუერთდა და 26 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე ირაკლი „დინამო თბილისის“ რიგებში თამაშობდა. 19 წლის ფეხბურთელი მარტში ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებში გამოიძახა, დებიუტი კი ივნისში, რუმინეთთან სპარინგში (2:1) ჰქონდა, როდესაც შეუცვლელად ითამაშა.