ლონდონის „არსენალმა“ მარტინ ოდეგორის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა და ნორვეგიელი ნახევარმცველი „მეთოფეთა“ ღირსებას 8-ნომრიანი მაისურით დაიცავს.
არაოფიციალური ინფორმაციით, ინგლისელებმა მადრიდის „რეალს“ 35 მილიონი ევრო გადაუხადეს. ნორვეგიელი შემტევი „არსენალში“ გასულ სეზონშიც თამაშობდა და 20 მატჩში 2 გოლი გაიტანა, ორჯერ საგოლე პასი გააკეთა.
მარტინ ოდეგორი „რეალმა“ 2015 წელს შეიძინა, მას იჯარით სან სებასტიანის „რეალ სოსიედადშიც“ აქვს ნათამაშები.