პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა შეჯიბრების პროგრამაში ბრეიქდენსი შეიყვანა, კარატე, სოფტბოლი და ბეისბოლი კი ამოიღო.
კარატე ოლიმპიადაზე პირველად წელს, ტოკიოში გამოჩნდა. სოფტბოლი და ბეისბოლი კი ოლიმპიური დისციპლინების სიიდან 2008 წელს ამოიღეს, თუმცა 2020 წელს კვლავ დააბრუნეს.