ლიონელ მესის დებიუტი „პარი სენ-ჟერმენში“ 29 აგვისტოს შედგება, საფრანგეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩში, „რეიმსის“ წინააღმდეგ - გვამცნობს Sky Sports.
34 წლის არგენტინელი შვებულებიდან გვიან დაბრუნდა და ჯერ სათანადო ფორმაში არ არის.
10 აგვისტოს მესიმ პსჟ-სთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების პერსპექტივით. 12 აგვისტოს მან ახალ თანაგუნდელებთან ერთად პირველად ივარჯიშა.