„რეალის“ მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი, „იუვენტუსის“ მთავარვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს „სამეფო კლუბში“ დაბრუნებას დაბეჯითებით ითხოვს. ის უკვე დაუკავშირდა პორტუგალიელის გარემოცვას - გვამცნობს ესპანური Marca.
წყაროს ინფორმაციით, რონალდუს დაბრუნება ანჩელოტის გარდა „რეალის“ მოთამაშეების უმეტესობასაც სურს, თუმცა „გალაქტიკოსის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი უპირატესობას ახალგაზრდა კილიან მბაპეს ტრანსფერს ანიჭებს. თუ „პარი სენ-ჟერმენთან“ მოლაპარაკება ვერ მოხერხდა, მაშინ რონალდუზე გადაერთვებიან.
შეგახსენებთ, რომ ანჩელოტი და რონალდუ უკვე მუშაობდნენ ერთად „რეალში“ და 2013-14 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაც მოიგეს.
„იუვენტუსიც“ არ არის რონალდუს გაყიდვის წინააღმდეგი. ამით ის სახელფასო ბიუჯეტს გვარიანად განტვირთავდა.