საქართველოს მთავრობას აქვს მოლოდინი, რომ სატრანსპორტო შეზღუდვები ეპიდვითარებას ორი კვირის შემდეგ 80%-ით გაუმჯობესებს. ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ყველაზე დიდი ტალღაა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სააკორდიონაციო საბჭოს გადაწყვეტილებით პირველი საველე ჰოსპიტალი მოეწყო, რომელიც 500 პაციენტისთვის არის განსაზღვრული. ანალიტიკოს სოსო მანჯავიძის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, სასწრაფოდ უნდა შექმნას სისტემისგან დამოუკიდებელი მეცნიერებისგან დაკომპლექტებული ალტერნატიული საბჭო, უნდა მიიღოს სპეციალური ზომები საინფორმაციო სფეროს გასაკონტროლებლად. ასევე, შეწყდეს ცენზურა მედიებში, გაიხსნას რეალური დისკუსია.
for.ge სოსო მანჯავიძეს ესაუბრა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 436 პირი ემსხვერპლა. სწორედ, ეს სტატისტიკა არის შემაშფოთებელი, რადგან სიკვდილიანობის კუთხით, კავკასიის რეგიონში ვართ პირველები. ბატონო სოსო, როგორ ფიქრობთ, სად დაუშვა სახელმწიფომ შეცდომა?
სოსო მანჯავიძე: პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედებები არ შეიძლება განხილულ იქნას იზოლირებულად. პანდემიასთან დაკავშირებულ პროცესებს რომ ერთიანი ცენტრი მართავს, ამას მხოლოდ ბრმა ვერ დაინახავს. ეს ცენტრი კოორდინირებულად მოქმედებს, მთელ მსოფლიოში მის განკარგულებაშია ფარმაკოლოგიური გიგანტები, მედია და სოციალური ქსელები, საბანკო კაპიტალი და პოლიტიკოსების არმია, რომელთა გამოყვანისა და მორჩილებაში ყოფნის სისტემაზე, რომელსაც ინკუბატორი ეწოდება, არაერთხელ მისაუბრია.
აქედან გამომდინარე, ნაცვლად მსჯელობისა, თუ რა შეცდომა დაუშვა საქართველოს მთავრობამ, უნდა დაისვას კითხვა - რატომ ხორციელდება საქართველოში საინფორმაციო ტერორი ასეთი არნახული მასშტაბით, რატომ არიან გამოფენილი ე. წ. ეპიდემიოლოგები და ტელევიზიებში და სოციალურ ქსელებში და განუწყვეტლივ ახორციელებენ მოსახლეობის დაშინებას, იწვევენ პანიკას, რაც პირდაპირი არის პროგნოზული პროგრამირება და ქმნის ეპიდემიის გავრცელებისთვის იდეალურ პირობებს; რატომ ხდება ინფიცირებულთა რიცხვის ხელოვნური ზრდა, რაზეც უკვე ანეკდოტები დადის და უნდობლობას ზრდის? რატომ არ აკეთებს საქართველოს მთავრობა არაფერს ამ ქაოსის შესაჩერებლად?
მკურნალობის ის მეთოდი, რომელიც პროტოკოლით არის გაწერილი, აღმოჩნდა, რომ ეფექტური სულაც არ არის. როგორ ფიქრობთ, რატომ არ იცვლება პროტოკოლი? ხშირად გვაქვს შემთხვევა, როდესაც ადამიანი საკუთარი ფეხით შედის კლინიკაში და ნაცვლად მდგომარეობის გაუმჯობესებისა, პირიქით რთულდება და დგება ლეტალური შედეგი...
- გავიხსენოთ პანდემიის დასაწყისი. საქართველო სამაგალითო ქვეყანა იყო. გარდაცვლილიც არ გვყავდა. გავიხსენოთ, როგორ მკურნალობდნენ ავადმყოფებს. რა ხდება ამის შემდეგ? დაიწყო მასობრივი ტესტირება, შეიცვალა მკურნალობის პროტოკოლი, დაიწყო მასობრივი ვაქცინაცია და მივიღეთ კატასტროფა. ანუ მიღებულმა ზომებმა მოგვცა სრულიად კატასტროფული შედეგები და ეს ბრალდება ხალხის მიერ რეგულაციების უგულებელყოფას, რაც არის სრული აბსურდი და დემაგოგია.
დიღომში, ოლიმპიურ სოფელში საველე ჰოსპიტალი მოეწყო, რომელიც 500-მდე პაციენტისთვის არის განკუთვნილი. საწოლების უმრავლესობა იქნება ჟანგბადით აღჭურვილი. დამონტაჟებულია ორი 5-ტონიანი ცისტერნა, რომელიც საწოლებს ჟანგბადით მოამარაგებს კოვიდის მართვის პერიოდში. ეს უკვე ნიშნავს, რომ ჩვენ შევდივართ უფრო რთულ პროცესში? თუმცა, ჯანდაცვის მინისტრის ვარაუდით, მოლოდინია, რომ სატრანსპორტო შეზღუდვები გამოიღებს დადებით დინამიკას და ორი კვირის შემდეგ ეპიდვითარება 80%-ით გაუმჯობესდება...
- ზოგადად, კომერციული მედიცინა არის უდიდესი ბოროტება, ყველა ექიმი დამოკიდებულია სამედიცინო დაწესებულებაზე, რომელშიც მუშაობს, სამედიცინო დაწესებულება დამოკიდებულია სამინისტროზე, ანუ სახელმწიფოზე, სახელმწიფო დამოკიდებულია საერთაშორისო ხელშეკრულებებზე ჯანდაცვის სფეროში, რომლებზეც ხელი აქვს მოწერილი. შესაბამისად, ყველა დამოკიდებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაზე, რომელიც პირდაპირ ასრულებს თავისი დამფინანსებლების ნებას, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ.
როგორ ფიქრობთ, რატომ ამბობს უარს საქართველოს ჯანდაცვა რემდესივირის გამოყენებაზე, ვიცით, რომ საკმაოდ ეფექტურია? მით უფრო, რომ გასულ წელს ითქვა, საქართველო 104 000 დოლარს, ანუ 350 000-მდე ლარს გადაიხდის 4000 ფლაკონ რემდესივირში...
- ვღებულობთ ჩაკეტილ სისტემას, რომლის ყველა მონაწილე ერთგვარ ომერტას მონაწილეა. ომერტა სიცილიური ტერმინია და კოლექტიური დანაშაულის გაუმჟღავნელობას ნიშნავს. ესაა პასუხი კითხვაზე, რატომ არ იცვლება პროტოკოლი. რატომ არ ხმარობენ რემდესივირს, პლაქვენილს, ოზონირებას და ა.შ? ვინ უნდა შეცვალოს, ან როგორ უნდა შეცვალონ? მაშინ ჯანმოს რეკომენდაციები გვერდზე უნდა გადადონ და თქვან, რომ არასწორად მკურნალობდნენ აქამდე. ეს ხომ დანაშაულის აღიარება იქნება? დადგება პასუხისმგებლობის საკითხი. ცხადია, სისტემისგან მსგავს აღიარებას და მონანიებას არ უნდა ველოდოთ, მით უმეტეს მას ბევრი დაგეშილი ნაგაზი ყავს, რომლებიც ნებისმიერს გამოჭამენ ყელს.
რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალები ერთვება, ასევე საქართველოს ყველა რეგიონში რეგისტრაციის გარეშე აცრის პუნქტები ამოქმედდება, ამ პროცესში სად ხედავთ პრობლემას? აცრა, ეს არის გამოსავალი, თუ გამოსავალი ისევ პროტოლოკის შეცვლაა?
- რაც შეეხება მასობრივი ვაქცინაციის პროცესს და მასში ჯარის ჩართვას, ძალიან გულუბრყვილო და მიმნდობი უნდა იყოს ადამიანი, რომ ამ ყველაფერში ზრუნვა და სიკეთე დაინახოს, მით უმეტეს, რომ ყველაზე აცრილ ქვეყნებში უმძიმეს სურათს ვხედავთ. ეს ახალი ტიპის პრეპარატები რომ საერთოდ არანაირ კავშირში არ არის ტერმინთან „ვაქცინა“ და, რომ ეს პრეპარატი ექსპერიმენტალურია და სხვა, ამაზე უკვე ათასჯერ ითქვა და აღარ გავაგრძელებ.
მიმდინარეობს სრულიად წარმოუდგენელი მანიპულაცია ადამიანებზე, მათი ბიოლოგიური გადარჩენის ინსტიქტზე ზემოქმედება და ქვენა გრძნობების გაღვივება, რათა იმათგან, ვინც უფრო ჰიპნოტაბელურია და ამ უსირცხვილო პროპაგანდას დაექვემდებარა, შექმნან საყრდენი მათ წინააღმდეგ, ვისაც ჯერ კიდევ შერჩა კრიტიკული აზროვნება და კითხვების გარშე არ ყლაპავს ფეიკმედიების საინფორმაციო აბებს.
სახელმწიფო ვერ უმკლავდება ეპიდვითარებას, ჯანდაცვის სისტემამ ეფექტურად ვერ იმოქმედა, შესაბამისად, მინისტრის, იგივე გამყრელიძის, იმნაძის და ა.შ. პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს თუ არა? თუ კი, მაშინ რატომ?
- ის, რომ ჯანდაცვის სისტემამ ეფექტურად ვერ იმოქმედა და საკოორდინაციო საბჭოს პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ცხადია. თუმცა, ამის იმედი არ მაქვს. სხვათა შორის, სწორედ „კოვიდ 19“-ის პანდემია იყო მთავარი თემა, რომლითაც შესაძლებელი გახდა ტრამპის ჩამოცილება ხელისუფლებიდან, შეგახსენებთ, რომ ეს სრულიად წარმოუდგენელი იყო ეპიდემიის დაწყებამდე, როცა აშშ-ს ეკონომიკა ყვაოდა და ტრამპის რეიტინგი უმაღლეს ნიშნულზე იდგა. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას პანდემიის მსგავსი საინფორმაციო დაბუსტვით აპირებენ, რათა ის სრულად დააკომპლექტონ ქიმიურად სუფთა ლიბერალებით.
რაც შეეხება გამოსავალს. საქართველოს პრემიერმა, სასწრაფოდ უნდა შექმნას სისტემისგან დამოუკიდებელი მეცნიერებისგან დაკომპლექტებული ალტერნატიული საბჭო, უნდა მიიღოს სპეციალური ზომები საინფორმაციო სფეროს გასაკონტროლებლად, უნდა შეწყდეს ცენზურა მედიებში და გაიხსნას რეალური დისკუსია და სხვა ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მაგრამ მე პირადად, ვერ ვხედავ ამის მზაობას მრავალი მიზეზის გამო, რომელთა მცირე ნაწილზეც გესაუბრეთ.
და თუ ღარიბაშვილი იმათ დაკრულზე ისევ წავიდა და საქართველო ,,მავანთ,, ჩაუგდო ხელში საჯიჯგნად....... უბრალოდ დურაკი იქნება