აშრაფ ღანიმ ავღანეთის პრეზიდენტის თანამდებობა და ქვეყანა დატოვა. ამის პარალელურად, თალიბანი დედაქალაქ ქაბულის გარეუბნებში შევიდა. ქაბული, ავღანეთის ერთადერთი მსხვილი ქალაქია, რომელიც ჯერჯერობით თალიბანს არ დაუკავებია. ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ ავღანეთში მმართველი პოლიტიკური ძალის ცვლილება, სრულად ცვლის არსებულ გეოპოლიტიკურ სურათს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თალიბანი ყველაზე საშიში ავღანეთის მეზობელი სახელმწიფოებისთვის გახდა.
„საქართველოსთან დაკავშირებით რაიმე გეოპოლიტიკურ მიწისძვრას არ ველოდებით, მომხდარი სერიოზული თავის ტკივილია რუსეთისათვის“, - ასე აფასებენ ექსპერტები ავღანეთში მიმდინარე მოვლენებს საქართველოსტან მიმართებაში.
მეამბოხეებმა პირობა დადეს, რომ ქალაქ ქაბულს ძალის გამოყენებით არ აიღებენ. როგორც იტყობინებიან, მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის თაობაზე. ავღანეთის ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელმა მედიას ანონიმურობის დაცვის პირობით უთხრა, რომ აშრაფ ღანი მეზობელ ტაჯიკეთში გაფრინდა.
ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აბდულ სატარ მირზაკვალმა 15 აგვისტოს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ მოხდება დროებითი მთავრობისთვის ხელისუფლების „მშვიდობიანი“ გადაცემა.
თალიბანის ავღანეთში შესვლასა და პრეზიდენტის გადადგომასთან დაკავშირებით, For.ge ექსპერტებს ესაუბრა. როგორც ექსპერტმა საერთაშორისო საკითხებში, სოსო ცინცაძემ აღნიშნა, თალიბანის ავღანეთში შესვლა, ყველაზე დიდი თავის ტკივილი რუსეთისთვისაა. მისივე თქმით, მომხდარი ცვლილება რაიმე გავლენას საქართველოზე ვერ იქონიებს.
„ავღანეთის პრეზიდენტი ცდილობდა, მოლაპარაკება დაეწყო მას შემდეგ, რაც თითქმის ყველა დიდი ქალაქი აიღეს. ისტორია მეორდება - თალიბები ისევ ბრუნდებიან ავღანეთში. მათ სურთ ავღანეთი ისევ აქციონ შუასაუკუნებრივ თეოკრატიულ სახელმწიფოდ, შარიათის სასამართლოთი, სადაც ქურდობისთვის ხელის მოჭრა იქნება, ოჯახისთვის ღალატისთვის ქვებით ჩაქოლვა დაბრუნდება და ა.შ.
შეიცვალა მხოლოდ ერთი რამ - ამ ოც წელიწადში, რაც ამერიკელები იყვნენ ავღანეთში, ახალი თაობა წამოვიდა, რომელთათვისაც აბსოლუტურად მიუღებელია თალიბები და მათი ცხოვრების წესი, კანონმდებლობა. ეს არის რუსეთის თავის ტკივილი, რადგან თალიბები ავღანელებს განიხილავენ, როგორც ერთ ემირატს, რომელსაც საზღვრები არ აქვს დადგენილი და შეიძლება უკიდეგანოდ გაფართოვდეს შუა აზრიის რესპუბლიკების ხარჯზე და ეს უკვე რუსეთის თავის ტკივილია, ხოლო დასავლეთისთვის კიდევ ერთი გამოწვევა.
ავღანეთი, როგორც დასავლელი ექსპერტები ვარაუდობენ, ძალიან ადვილად შეიძლება იქცეს საერთაშორისო ტერორიზმის ცენტრად, თუმცა, თალიბები ამერიკელებს შეპირდნენ, რომ ტერორისტებთან არ ითანამშრომლებენ. ყველაფერი რამდენიმე კვირაში გაირკვევა. საქართველოს არ მგონია, რომ თალიბები მოსწვდნენ, ჯერჯერობით ეს არარეალური ჩანს“, - განაცხადა სოსო ცინცაძემ For.ge-სთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი თვლის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ავღანეთი მშვიდობისმოყვარე ქვეყანად იქცეს, რაშიც, მისი თქმით, დასავლეთმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. როგორც ირაკლი მენაღარიშვილმა For.ge-ს უთხრა, ამ ეტაპზე საქართველოსთვის მომხდარი ცვლილება არაფერს ნიშნავს.
„საქართველოსთან დაკავშირებით რაიმე გეოპოლიტიკურ მიწისძვრას არ ველით. ავღანეთში დასრულდა ის პროცესი, რაც დაიწყო კარგა ხნის წინ. ავღანეთში იცვლება ხელისუფლება. მნიშვენლოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ, კერძოდ დასავლეთმა მოახერხოს საერთო ენის მოძებნა ავღანეთის დღევანდელ მმართველ პოლიტიკურ ძალასთან. ეს არ იქნება მარტივი, თალიბანის უკიდურესად ისლამისტური განწყობა და მათი მიზანი ქმნის პრობლემებს და სვამს სერიოზულ საკითხებს, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობამ შესაბამისად უნდა უპასუხოს.
უნდა მოხდეს როგორმე, ავღანეთის, როგორც ქვეყნის დახსნა, უფრო მასშტაბური სისხლისღვრისგან, რაც შესაძლებელია - საჭიროა, ავღანეთი როგორმე იქცეს მშვიდობისმოყვარე ქვეყანად და ამის შემდეგ უკვე ფიქრი ყველაფერზე, რაც ქვეყნის ცივილიზაციურ განვითარებას უკავშირდება.
ეს იქცა ცენტრალური აზიის ქვეყნების თავის ტკივილად, რომლებიც მის საზღვარზე არიან განლაგებული. რა თქმა უნდა, მას პრობლემები აქვს ირანთან, სხვა ქვეყნებთანაც, მაგრამ ძირითადი მაინც პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებია, რომლებიც ცენტრალურ აზრიაშია განლაგებული. აქ რუსეთს სერიოზული თავის ტკივილი გაუჩნდა, რადგან მას აქვს პრეტენზია ამ რეგიონზე. რუსეთსაც მოუწევს ძალიან სერიოზული ზომების მიღება, რომელიც დიალოგის მოწესრიგებას მოახერხებს ავღანეთის მმართველ ძალასთან“, - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა For.ge-სთან.
14 აგვისტოს თალიბანმა ჩრდილოეთ ავღანეთის მთავარი ქალაქი, მაზარ-ი-შარიფი აიღო და კიდევ უფრო მიუახლოვდა ქაბულს, საიდანაც დასავლეთის ქვეყნები მათი მოქალაქეების ევაკუაციას ცდილობდნენ. ამასთან, დაიკავა ქაბულიდან 70 კილომეტრში მდებარე ქალაქი, პულ-ე-ლამიც. 13 აგვისტოს მათ ავღანეთის სიდიდით მეორე ქალაქი, ყანდაარი აიღეს, ხოლო 12 აგვისტოს ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქი — ჰერათი, რის შემდეგაც აშშ-მ მოუწოდა ამერიკელებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ავღანეთი და დასახმარებლად სამხედროების გაგზავნა გადაწყვიტა.
ინფორმაციისთვის, აშშ-მა და სხვა საერთაშორისო ძალებმა 20-წლიანი სამხედრო ოპერაციების შემდეგ, პირველი მაისიდან ქვეყნიდან ჯარების გაყვანა დაიწყეს. აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ამერიკის მისია ავღანეთში დაგეგმილზე ადრე, 31 აგვისტოს, დასრულდება. აშშ-მ მთავარი სტრატეგიული წერტილი — ბაგრამის ავიაბაზა, უკვე დატოვა.
" - რა სცენებსაც ვუყურებთ ახლა ავღანეთის აეროპორტში, ეს იქნებოდა ის, რაც მოხდებოდა თბილისში 2008 წელს, მე რომ დამეტოვებინა ქვეყანა.
გადავარჩინე ჩვენი დედაქალაქი და გადავარჩინე ჩვენი ქვეყანა, რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ ქაბულში."
' მ ი რ ზ ა კ ვ ა ლ ი ' და ' მ ა ზ ა კ ვ ა ლ ი ' (მეგრ. მზაკვარი) - საიდან ? :)