NBA-ს საზაფხულო ლიგაში სანდრო მამუკელაშვილმა მორიგი მატჩი ჩაატარა. „მილუოკი ბაქსი“ „ვაშინგტონ ვიზარდსს“ დაუპირისპირდა და 83:93 დამარცხდა, სანდრომ კი ორმაგი დუბლი შეასრულა.
მამუკელაშვილმა 27 წუთში 11 ქულა, 10 მოხსნა (3 შეტევაში), 5 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა. ამრიგად, შესანიშნავი თამაში ჩაატარა. ქართველმა კალათბურთელმა 9-დან 4 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა.
„მილუოკი ბაქსი“ საზაფხულო ლიგაში მომდევნო შეხვედრას 17 აგვისტოს, „დენვერ ნაგეტსის“ წინააღმდეგ გამართავს.