მიუნხენის „ბაიერნისა“ და გერმანიის ფედერატიული რესპუბლიკის ეროვნული ნაკრების ლეგენდა, ფეხბურთელი გერდ მიულერი გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მიულერი 75 წლისა იყო. ბოლო 5 წლის განმავლობაში მიულერს ალცჰაიმერის დაავადება ჰქონდა.
1972 წელს მიულერი ევროპის, ორი წლის შემდეგ კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ის შვიდჯერ იყო ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი, სულ კი გერმანიის ჩემპიონატში 365 გოლი აქვს გატანილი. ეროვნულ ნაკრებში კი 62 თამაშში 68 ბურთი გაიტანა.