პრემიერის გადაწყვეტილებით, ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსნები 500 000 ლარს მიიღებენ

პრემიერის გადაწყვეტილებით, ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსნები 500 000 ლარს მიიღებენ

ძვირფასო ოლიმპიელებო, საამაყო გმირებო, თქვენ საოცარი შედეგი დადეთ, - ასე მიმართა ტოკიოდან დაბრუნებულ ქართველ ოლიმპიელებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვვილმა.

„8 მედალი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მართლაც ისტორიული შედეგია. მედლების რაოდენობის მიხედვით საქართველო მსოფლიოში ათეულში შევიდა. მადლობა ამისთვის თქვენ. მთელი მთავრობის სახელით.

მაქვს პატივი გაგაცნოთ ჩემი გადაწყვეტილება. წასვლის წინ მე გაგაცანით, რომ ოქროს მფლობელი მიიღებს ერთ მილიონ ლარს, რაც შეეხება ვერცხლის მფლობელებზე, ჯილდო 500 ათასი ლარი იქნება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.