თურქეთში რუსულმა სახანძრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა - დაიღუპა 8 ადამიანი

თურქეთში რუსულმა სახანძრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა - დაიღუპა 8 ადამიანი

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ქაჰრამანმარაშთან კატასტროფა განიცადა Be-200-ის ტიპის სახანძრო თვითმფრინავმა, რომელიც სტიქიის წინააღმდეგ საბრძოლველად რუსეთიდან იყო ნაქირავები.

რუსული მხარის ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე რუსეთის ხუთი და თურქეთის სამი მოქალაქე იმყოფებოდა.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურებია გაგზავნილი.