„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელმა ანხელ დი მარიამ ესპანურ მედიასთან ინტერვიუში ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ბევრ დიდ ფეხბურთელთან უთამაშია, მაგრამ მესის მსგავსი არავინ უნახავს.
ანხელმა ასევე თქვა, რომ კრიშტიანუ მოკვდებოდა, ოღონდ პსჟ-ში ყოფილიყო, რადგან ასეთ გუნდში თამაში ყველას უნდა.
„კრიშტიანუ რონალდუ აქ ყოფნის სურვილით მოკვდებოდა. ფეხბურთელების ხარისხი და რაოდენობა რაღაც უნიკალურია. ეს ხშირად არ ხდება კლუბებში და დიდებულ მოთამაშეებს ყოველთვის სურთ საუკეთესოებთან ყოფნა. კრიშტიანუს ნამდვილად სურს აქ ყოფნა, მაგრამ საბედნიეროდ ჩვენ მესი დავიმატეთ და ასე ბევრად უკეთესია.
მესი სხვა კატეგორიისა. ის სხვებზე ადრე ფიქრობს, მსგავსი არაფერი მიანხავს. მე ვითამაშე კრიშტიანუსთან, ნეიმართან, მბაპესთან, რუნისთან, ვან პერსისთან, ბენზემასთან, იბრაჰიმოვიჩთან, ბეილთან ერთად და გულწრფელად გითხრათ, მსგავსი არაფერი მინახავს. ლეო უნიკალურია. გულწრფელად, ჩემთვის მასთან თამაში ძალიან ადვილია. თუ გარბიხარ, ის პასს გაძლევს და ბურთს ფეხში იღებ. მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, მათ შორის მოედანზეც. ვფიქრობ, მესი თავს აქ უკეთესად იგრძნობს, ვიდრე კატალონიაში. მისი წყალობით ყოველ ვარჯიშზე 200 ადამიანი მოდის. მან იბიცაზე მითხრა, რომ „ბარსელონასთან“ ყველაფერი დასრულებული იყო და ყველაფერს გააკეთებდა აქ მოსასვლელად. შეიძლება ცუდი დღეები გამოიარა, მაგრამ ახლა ჩვენ ბედნიერები ვართ. ჩემპიონთა ლიგის მოგების უფრო მეტი ვალდებულება გვაქვს მესისთან ერთად, ეს ადვილი არაა, მაგრამ გვყავს სტაფი, რომელსაც შეუძლია დიდი გუნდის შექმნა და ყველამ იცის რა უნდა გააკეთოს.
აგუეროს თავის მოკვლა სურს (იღიმის), მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ტრავმირებულია. რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს და ეს ძალიან სამწუხაროა“, - თქვა დი მარიამ.