ჩრდილოეთ კორეაში ტოკიოს ოლიმპიადის გაშუქება ახლა დაიწყეს და მაყურებელს გასული თვის თამაშებს აჩვენებენ

ჩრდილოეთ კორეაში ტოკიოს ოლიმპიადის გაშუქება ახლა დაიწყეს და მაყურებელს გასული თვის თამაშებს აჩვენებენ

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიამ ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადის ტრანსლირება ახლა, ღონისძიების დახურვის ცერემონიიდან რამდენიმე დღის შემდეგ დაიწყო, - ამის შესახებ BBC წერს.

ტელევიზიამ, პირველ რიგში, მაყურებელს დიდ ბრიტანეთსა და ჩილეს შორის გამართული, ქალთა საფეხბურთო მატჩის 70 წუთი შესთავაზა. ცნობისთვის, ეს მატჩი 23 დღის წინ, 21 ივლისს გაიმართა.

ხაზგასასმელია ისიც, რომ თამაში კომენტარის გარეშე, დაბალი ხარისხის ვიდეოთი გაუშვეს.

ჩრდილოეთ კორეამ ტოკიოს თამაშებზე საკუთარი დელეგაცია არ გაგზავნა. მიზეზად, საკუთარი სპორტსმენების კორონავირუსისგან დაცვა დაასახელეს.

2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეამ საერთო გუნდით იასპარეზეს. ამას მრავალი ისტორიული სამიტიც მოჰყვა. წელს, 1988 წლის შემდეგ, პირველი შემთხვევა იყო, როცა ჩრდილოეთ კორეამ ზაფხულის ოლიმპიადა გამოტოვა.

ოლიმპიადა 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე იმართებოდა.