გია გაბრიჭიძე: კალაძე არის მოქმედი და მომავალი მერი

გია გაბრიჭიძე: კალაძე არის მოქმედი და მომავალი მერი

ექსპერტი გია გაბრიჭიძე  „ქართული ოცნების“ მიერ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგების ეხმიანება და საკუთარ facebook გვერდზე წერს - “კალაძე 66.2%  მელია 33.8%

არსებული რეალობით, თუ ვინმე ისტორიაში შესვლის, ან შვილიშვილებთან ტრაბახის მიზნით - მე ოდესღაც თბილისის მერობის კანდიდატი ვიყავიო (შვილიშვილებთან ასეთი რამ მოსულა ), დააპირებს კენჭისყრას, ის მელიას წაართმევს ხმებს. ასე რომ, კალაძე არის მოქმედი და მომავალი მერი.’’ - წერს გია გაბრიჭიძე.