ჯანდაცვის მინისტრი: მოლოდინია, რომ ორ კვირაში შევძლებთ დავასტაბილურებთ ინფექციის გავრცელების რაოდენობას

ჯანდაცვის მინისტრი: მოლოდინია, რომ ორ კვირაში შევძლებთ დავასტაბილურებთ ინფექციის გავრცელების რაოდენობას

ქვეყანაში სტაბილურად მძიმედ ნარჩუნდება ეპიდსიტუაცია - გუშინ მიღებული გადაწყვეტილებებით ჩვენი მოლოდინი არის, რომ ორი კვირის მანძილზე შევძლებთ და დავასტაბილურებთ ინფექციის გავრცელების რაოდენობას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ პაციენტებმა საჭირო სამედიცინო დახმარება მიიღონ.

„დღესდღეობით გვყავს, 50 ათასზე მეტი ინფიცირებული, აქტიური „ქეისი". დღეს დაფიქსირებული რიცხვი კვლავ ნარჩუნდება მაღალი, თუმცა გუშინ მიღებული გადაწყვეტილებებით ჩვენი მოლოდინი არის, რომ ორი კვირის მანძილზე შევძლებთ და დავასტაბილურებთ ინფექციის გავრცელების რაოდენობას. საწოლფონდს რაც შეეხება და კლინიკების მობილიზაციას, ჩვენ ყოველდღიურად უწყვეტად ვმუშაობთ და საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურს ეძლევა საშუალება, რომ ყველა პაციენტი, რომელიც არის კრიტიკული, გადაყვანილი იქნას ჰოსპიტალურ მომსახურეობის წერტილებში, რათა არც ერთ პაციენტს არ შეექმნას რისკი იმის, რომ ვერ მიიღოს ის საჭირო სამედიცინო დახმარება, რომელოც კონკრეტულ მომენტში ესაჭიროება", - განაცხადა ტიკარაძემ.