„ქართულმა ოცნებამ“ თვითთმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა

„ქართულმა ოცნებამ“ თვითთმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, შალვა პაპუაშვილმა პარტიაში შექმნილი სოციოლოგიური კვლევების ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინა.

კვლევის თანახმად, პარტიების შორის ხმები შემდეგნაირად განაწილდებოდა:„ქართული ოცნება“ 46,3%, „ნაციონალური მოძრაობა“ 23,3%, „გირჩი-მეტი თავისუფლება“ 5,3%, „საქართველოსთვის“ 5,2%, „მოქალაქეები“ 3,3%, „სტრატეტეგია- აღმაშენებლია“ 2,3%, „ლელო“ 2,3%, „პატრიოტთა ალიანსი“ 2,1%, „ევროპული საქართველო“ 1,4%, გირჩი“ 1,2%, „ლეიბორისტული პარტია“ 0,9%, „ერთიანი საქართველო“ 0.8%, სხვა პარტიები -5,6%.

„შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში ამომრჩეველთა ხმების 41,8 პროცენტი მიიღო. შესაბამისად, კვლევა გვიჩვენებს, რომ უკანასკნელ პერიოდში ჩვენი პარტიის რეიტინგი დედაქალაქში რამდენიმე პროცენტით გაიზარდა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ვარაუდი, რომ ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა ხმების 50 პროცენტზე მეტი შეგვიძლია მივიღოთ, სავსებით საფუძვლიანია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კვლევა მიმდინარე წლის 2-8 აგვისტოს, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა და გამოიკითხა 3 446 რესპოდენტი. ფავორიტი პარტია 79.%-მა დაასახელა. ცდომილების ზღვარი 2.2%-ია.

amo „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ რომ 5,3% ექნება რა პრეტენზია უნდა გქონდეს ხვალინდელ დღეზე
3 წლის უკან