უახლოეს მომავალში ჩვენ, „ქართული ოცნება“ კვლავ ვიზეიმებთ გამარჯვებას, ამჯერად ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში. წინასწარ ანონსების გამოცხადებას დიდი მნიშვნელობა და ეფექტი არ ექნება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძე NDI-ის კვლევის შედეგებზე კომენტარისას განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ კვლავ იზეიმებს გამარჯვების, ამჯერად ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში.
„არსებობს განსხვავებული მონაცემებიც და არ შევალ ამ კვლევის მეთოდოლოგიის კრიტიკაში და ა.შ. ამას აზრი არ აქვს. მე პირადად იმ განსხვავებული მონაცემების უფრო მჯერა. ამის თაობაზე გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეალურად, უახლოეს მომავალში ჩვენ, „ქართული ოცნება“ კვლავ ვიზეიმებთ გამარჯვების, ამჯერად ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში. ვფიქრობ, წინასწარ ანონსების გამოცხადებას დიდი მნიშვნელობა და ეფექტი არ ექნება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.