მამუკა მდინარაძე NDI-ს კვლევაზე: იმდენად მაღალი იყო ჩვენი უპირატესობა, რომ რაც არ უნდა შეეცვალათ მონაცემები, მაინც არ აწყობდათ შედეგების გამოქვეყნება

მამუკა მდინარაძე NDI-ს კვლევაზე: იმდენად მაღალი იყო ჩვენი უპირატესობა, რომ რაც არ უნდა შეეცვალათ მონაცემები, მაინც არ აწყობდათ შედეგების გამოქვეყნება

როგორც ჩანს, იმდენად ჩვენთვის, ზოგადად საზოგადოებისათვის სასურველი და „ნაცებისთვის“ არასასურველი შედეგი იყო, რომ ასეთი გაუგებარი კვლევა გამოაქვეყნეს, დასკვნას ვერ გამოიტანს ნორმალურად ადამიანი. თუმცა, იქაც კი, სამჯერ მეტი რეიტინგი აქვს „ქართულ ოცნებას“, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ჩვენ ყველამ ვიცით, რომ "NDI"-ს კვლევისთვის საველე სამუშაოებს "CRRC" აკეთებს. როგორც ჩანს, იმდენად ჩვენთვის, ზოგადად საზოგადოებისათვის სასურველი და „ნაცებისთვის“ არასასურველი შედეგი იყო, რომ ასეთი გაუგებარი კვლევა გამოაქვეყნეს, დასკვნას ვერ გამოიტანს ნორმალურად ადამიანი. თუმცა, იქაც კი სამჯერ მეტი რეიტინგი აქვს „ქართულ ოცნებას“ ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“. ასეთი პირდაპირი და უხეში ალოკაცია რომ გააკეთო, დაახლოებით 50%-ს გაცილებით სცდება „ქართული ოცნების“ მონაცემები. თუმცა, მაინც გაუგებარია, როდესაც ამხელა ლუფტია დატოვებული ვითომ გადაუწყვეტელ თუ იმ ამომრჩევლებს შორის, რომლებიც პასუხს არ სცემენ. ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ მათ რეალური კვლევის შედეგების დადება ვერ გაბედეს და არ ისურვეს. როდესაც ალოკაცია გააკეთეს და ამ კვლევის ანალიზი პროფესიულად გაკეთდა, იმდენად მაღალი იყო ჩვენი უპირატესობა, რომ რაც არ უნდა შეეცვალათ მონაცემები, მაინც არ აწყობდათ და ამიტომ მოხდა ამგვარად და ამ სტილში მათი კვლევის გამოქვეყნება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.