შალვა პაპუაშვილი: ვფიქრობ, მალე მიხვდებიან გახარიას გუნდის წევრები და მხარდამჭერები, რომ ამ პარტიის სახით ჩვეულებრივი საპნის ბუშტი იყო გაბერილი

შალვა პაპუაშვილი: ვფიქრობ, მალე მიხვდებიან გახარიას გუნდის წევრები და მხარდამჭერები, რომ ამ პარტიის სახით ჩვეულებრივი საპნის ბუშტი იყო გაბერილი

ვფიქრობ, მალე მიხვდებიან გახარიას გუნდის წევრები და მხარდამჭერები, რომ ეს არის ჩვეულებრივი საპნის ბუშტი, რომელიც დროებითი მიზნის შესასრულებლად ამ პარტიის სახით იყო გაბერილი. ვინაიდან ეს მიზანი აღარ არის, გასკდება ის მხარდაჭერა, რომელიც ამ პარტიას ჰქონდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

მან კომენტარი ბოლო პერიოდში ჩატარებულ პოლიტიკურ კვლევებზე გააკეთა.

„ამ კვლევებით ვიხილეთ ის, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს 2 ოქტომბრის არჩევნებს, ვიხილეთ ის, რომ ის ამოცანა, რომელიც გიორგი გახარიას პარტიას ჰქონდა დასახული, რომ დაეზიანებინა „ქართული ოცნება“ ორი მიზეზების გამო ვერ შესრულდა. პირველი ის, რომ აღარ არსებობს ის შეთანხმება, რომლისთვისაც ღირდა ამ დაზიანების მიყენება და მცდელობა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 43%-ს ქვემოთ ჩამოწეულიყო და მეორე, ფაქტობრივადაც ვერ შეძლეს ეს დაზიანება. დაახლოებით, 3-4%-ია „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი, რომელიც აღნიშნული კვლევის მიხედვით გახარიას პარტიას ემხრობა. თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ შემდეგი 2 თვის განმავლობაში ჩვენი საარჩევნო კამპანია იმაზე იქნება ორიენტირებული, რომ ეს ამომრჩეველიც უკან დავიბრუნოთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.