დავით სერგეენკო:  საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს იგივე შეხედულებები და დამოკიდებულება აქვს, რასაც პრემიერი ახმიანებს

დავით სერგეენკო:  საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს იგივე შეხედულებები და დამოკიდებულება აქვს, რასაც პრემიერი ახმიანებს

საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს იგივე შეხედულებები და დამოკიდებულება აქვს, რასაც პრემიერ-მინისტრი ახმიანებს, - აღნიშნული განცხადება დღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან გააკეთა.

სერგეენკოს თქმით, ის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებში რაიმე შეუსაბამობას ვერ ხედავს.

„პოლიტიკური განცხადებების საფუძველი და მოტივაცია სხვადასხვა შეიძლება იყოს. უმეტეს შემთხვევაში, ეს არის ამომრჩეველთა სურვილის გახმოვანება, გადმოცემა“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

გარდა ამისა, როგორც სერგეენკომ თქვა, წინასაარჩევნო კამპანია ახლა იწყება, რომლის ფარგლებშიც ყველა კანდიდატს ექნება საზოგადოებისთვის საკუთარი გეგმების გაცნობისა და იმაში დარწმუნების საშუალება, რომ მისი გეგმა საუკეთესოა.