NDI-ის გამოკითხულთა 52% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, თუმცა, გამოკითხულთა 53% მიიჩნევს, რომ მთავრობა კორონავირუსის პანდემიას კარგად უმკლავდება

NDI-ის გამოკითხულთა 52% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, თუმცა, გამოკითხულთა 53% მიიჩნევს, რომ მთავრობა კორონავირუსის პანდემიას კარგად უმკლავდება

NDI-ის გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 52% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, 36% დადებითად, 9% აცხადებს, რომ არ იცის, ხოლო 3% პასუხზე უარს აცხადებს.

რაც შეეხება კითხვას, როგორ უმკლავდება მთავრობა კორონავირუსის პანდემიას, გამოკითხულთა 53% დადებითად აფასებს, ხოლო უარყოფითად აფასებს გამოკითხულთა 37%.

აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ. კვლევებს ატარებს CRRC საქართველო.