"ინტერი" დუმფრისის დამატებასთან ახლოსაა

მილანის „ინტერი“ ნიდერლანდების ნაკრებისა და პსვ ეინდჰოვენის მცველ დენზელ დუმფრისის შეძენასთან ახლოსაა. იტალიური მედიის ცნობით, მხარეებმა შეთანხმებას თითქმის მიაღწიეს.

„ინტერი“ ნიდერლანდელ ფეხბურთელში 15 მილიონი ევროს გადაიხდის და გარდა ამისა, 5 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსსაც გაიღებენ.

გასულ სეზონში დუმფრისმა ერედივიზიონში 30 მატჩში 2 გოლი გაიტანა. მან ევრო 2020 საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა და 4 შეხვედრაში თავი ორჯერ გამოიჩინა. „ინტერი“ მარჯვენა ფლანგზე აშრაფ ჰაკიმის შემცვლელს ეძებს, რომელიც „პარი სენ ჟერმენში“ გაყიდა.