ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო, ისივე როგორც მისი ყველა უწყება და ჯანდაცვის ყველა წარმომადგენელი 24-საათიან რეჟიმში არიან ჩართული პროცესის მართვაში.
„ყველანაირად ვცდილობთ, რომ პროცესს გავუმკლავდეთ. მინდა კიდევ ერთხელ მივმართო როგოც მედიას, ასევე მოსახლეობას - ჩვენ არ ვართ ყოვლისშემძლეები, ჩვენც გვიჭირს გარკვეული სირთულეების დაძლევა, ჩვენ დამოკიდებული ვართ ჩვენი მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.