სამწუხაროდ, როგორც ჩანს მათი ერთადერთი საარჩევნო სტრატეგია იქნება სიტუაციის დამძიმება და დისკრედიტაცია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკას“ ოპოზიციის წინასაარჩევნო გეგმებზე საუბრისას განუცხადა.
„ვხედავთ, რომ მათ არაფერი აქვთ გარდა დესტრუქციული დღის წესრიგისა და გარდა იმისა, რომ დაკავებული იყვნენ საკუთარი ოპონენტების რეპუტაციის შელახვით და დისკრედიტაციით, რაც არის სამწუხარო ფაქტი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდება.