დღეს რუსთავში, ოფიციალურად ვიწყებთ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას. მოგეხსენებათ, რომ 2012 წლიდან დღემდე ჩვენმა ძლიერმა გუნდმა, ჩვენმა პარტიამ შვიდ არჩევნებში გაიმარჯვა. ამისთვის მინდა გულწრფელი მადლობა გადავხადო ჩვენს ერთგულ ამომრჩევლებს, ჩვენი პარტიის თითოეულ წევრს და ჩვენი პარტიის მხარდამჭერებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, ნინო ლაცაბიძის წარდგენაზე განაცხადა.
„ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღემდე, ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელეთ. ყველა რეგიონში, ყველა სფეროს მიმართულებით ჩვენ გვქონდა არნახული პროგრესი. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ჩვენ ახლა ახალი არჩევნებისთვის ვემზადებით, სწორედ თვითმმართველობის არჩევნებით ეს არის უმოკლესი გაზა ჩვენს მოსახლეობასთან. ქალაქ რუსთავში ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა, მაგრამ კარგად გვესმის რომ გამოწვევები კიდევ ბევრია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.