ლევან იოსელიანი: აუცილებლად წარვადგენთ თბილისში ძალიან საინტერესო კანდიდატებს

ლევან იოსელიანი: აუცილებლად წარვადგენთ თბილისში ძალიან საინტერესო კანდიდატებს

პარტია „მოქალაქეების“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისში „საინტერესო კანდიდატების“ წარდგენას გეგმავს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

„ჩვენ აუცილებლად წარვადგენთ თბილისში ძალიან საინტერესო კანდიდატებს. ჩვენი კამპანია კონცენტრირებული იქნება ძირითადად თბილისზე და გვექნება ძალიან განსხვავებული და საინტერესო კამპანია“, - განაცხადა იოსელიანმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდება.