მამუკა მდინარაძე: გვაქვს მკაფიო მიზანი, რომ ყველა არჩეული მერი იყოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი

მამუკა მდინარაძე: გვაქვს მკაფიო მიზანი, რომ ყველა არჩეული მერი იყოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი

ჩვენ ვმუშაობთ სრული დატვირთვით, ყველა რაიონში, ყველა მუნიციპალიტეტში გვაქვს მკაფიო მიზანი, რომ ყველა მერი იყოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი არჩეული, ამაში დარწმუნებულები ვართ და ასევე, პრაქტიკულად აბსოლუტურ უმრავლესობას ვფიქრობთ რომ ჩვენ მაჟორიტარებსაც გავიყვანთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„რაც შეეხება პროპორციულ ნაწილს, ჩვენი მიზანია, რომ როგორც მინიმუმ 50%-ზე მეტი დავდოთ პროპორციულ ნაწილში „ქართული ოცნების“ შედეგი და ამასთან დაკავშირებით უკვე ველზე, როგორც იტყვიან საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციის ფონზე მიმდინარეობს ასევე აქტიური სამუშაოები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.