ინფექციონისტი: დელტა შტამმა აჩვენა, რომ შედარებით ახალგაზრდა, მათ შორის ბავშვებშიც გართულებები უფრო მეტად მოსალოდნელია

ინფექციონისტი: დელტა შტამმა აჩვენა, რომ შედარებით ახალგაზრდა, მათ შორის ბავშვებშიც გართულებები უფრო მეტად მოსალოდნელია

ვირუსმა თავისი ხასიათით აჩვენა, რომ ის ისეთი დაავადება, რომ პროგნოზების გაკეთება ძნელია, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, ოთარ ჩოკოშვილმა „ქრონიკას“ საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შეფასებისას განუცხადა.

„ბოლო პერიოდში გავრცელებულმა დელტა შტამმა აჩვენა, რომ შედარებით ახალგაზრდა, მათ შორის ბავშვებშიც, კი სადაც შედარებით მშვიდად ვიყავით, დღეს გართულებები უფრო მეტად მოსალოდნელია და ამ მხრივ კლინიკურ სექტორს კიდევ უფრო მეტი საზრუნავი გაუჩინა, ამიტომ დღეს მშვიდად ვეღარავინ ვეღარ იქნება და მეტი ყურადღება გვმართებს ყველასთან. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ორ ფაქტორს - დროულ დიაგნოსტიკასა და დაავადების გავრცელების პრევენციას“, - განაცხადა ინფექციონისტმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 450 149 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 403 762, გარდაიცვალა 6 128 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.