კუმანი:

კუმანი: "მესი? წარსულზე ფიქრს აზრი არ აქვს, "ბარსელონას" პერსპექტიული გუნდი ჰყავს"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა „იუვენტუსმა“ ამხანაგური თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან როგორც თამაში შეაფასა, ისე ლიონელ მესიზე გააკეთა კომენტარი, რომელმაც გუნდი დატოვა.

„ჩვენ დეპაი დავიმატეთ და მან დღევანდელ თამაშში აჩვენა, რომ შეუძლია იყოს ძალიან ეფექტური. ჩვენმა ნახევარმცველებმა უფრო მეტი გოლი უნდა გაიტანონ და ზოგადად, გუნდს გაუმჯობესება სჭირდება. რა თქმა უნდა, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაგვაკლდება, მაგრამ უნდა შევეგუოთ, რომ მესი ჩვენთან აღარ არის და დავიწყოთ მუშაობა. აზრი არ აქვს წარსულზე ფიქრის, „ბარსელონას“ პერსპექტიული გუნდი ჰყავს.

შესანიშნავ შედეგს მივაღწიეთ „იუვეს“ წინააღმდეგ და მაღალ დონეზე ვითამაშეთ. ნეტიმ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა, კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით წინ. ჯერჯერობით ბიჭები, რომლებმაც ოლიმპიადაზე ითამაშეს, გუნდში არ დაბრუნებულად, როდესაც ყველა ერთად იქნება, კიდევ უფრო უკეთ ვითამაშებთ, სწორ გზაზე ვდგავართ“, - თქვა კუმანმა.

შეგახსენებთ, რომ ჟოან გამპერის თასზე ამხანაგურ მატჩში „ბარსელონამ“ „იუვენტუსი“ მემფის დეპაის, მარტინ ბრაითვაითისა და რიკი პუჩის გოლებით 3:0 დაამარცხა.