კვების ობიექტებს სამუშაო დრო ისევ შეეზღუდებათ! – საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება გამოაცხადა

კვების ობიექტებს სამუშაო დრო ისევ შეეზღუდებათ! – საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება გამოაცხადა

ხვალიდან კვების ობიექტებზე შეზღუდვები ამოქმედდება. აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, გადაწყვეტილება ეპდსიტუაციის გაუარესების გამო მოხდა.

„კვების ობიექტების მუშაობა შეზღუდული იქნება 00-დან 05 საათამდე პერიოდში. რის აღსრულებასაც სახელმწიფო კიდევ უფრო გაამკაცრებს. გარდა ამისა, მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვა, როგორიც არის ქორწილილი, ქელეხი, იუბილე და სხვა. მსგავსი ღონისძიების მასპინძლობისთვის კვების ობიექტი თუ სხვა სარიტუალო დარბაზის მფლობელი, პირველ ეტაპზე დაჯარიმდება 10 ათასი ლარით, ხოლო განმეორების შემთხვევაში, მოხდება შესაბამისი ობიექტების დალუქვა.“ – განაცხადა ღიბრაძემ.

შეგახსენებთ, დღეს საკოორდინაციო საბჭომ ახალი შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება, ქორწილი, ქელეხი, იუბილე ისევ აიკრძალა! – სარიტუალო დარბაზები 10 000 ლარით დაჯარიმდება,