პიკემ დაასახელა მიზეზი, რის გამოც მესის

პიკემ დაასახელა მიზეზი, რის გამოც მესის "ბარსელონას" დატოვება მოუწია

„ბარსელონას“ ფეხბურთელმა ჟერარ პიკემ ლიონელ მესის გუნდიდან წასვლის შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც ესპანელმა მცველმა აღნიშნა, ეს მძიმე დარტყმაა, მაგრამ უნდა შეეგუონ, რადგან ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა.

„მესის წასვლა? ყველაფერი ბოლო წლების მენეჯმენტის ბრალია. ბოლო წლების მენეჯმენტის მმართველობის გამო ბევრი რამ დავკარგეთ, მაგრამ ისტორია გვიჩვენებს, რომ ვიცით, როგორ წამოდგეთ ფეხზე. ძალიან ძნელია ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელის დაკარგვა, მტკივნეულია, მაგრამ ადრე თუ გვიან, ეს მოხდებოდა და ცხოვრება გრძელდება.

მესის წასვლა დიდი დარტყმაა, მენტალურადაც და მათ შორის, მესისთვისაც, დავკარგეთ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ გუნდს მოუწევს ამასთან ადაპტირება, გუნდში არის ნიჭი და ეს რწმენას გვაძლევს. შეიძლება პოზიტიური სეზონი გვქონდეს და დარწმუნებული ვართ, რომ კარგად თამაში შეგვიძლია“, - თქვა პიკემ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ ჟოან გამპერის თასზე ამხანაგურ მატჩში „იუვენტუსი“ 3:0 დაამარცხა და ეს იყო პირველი თამაში მესის გარეშე.