ხვალიდან, 5-ზე მეტი პირის შეკრებისას, პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო იქნება

ხვალიდან, 5-ზე მეტი პირის შეკრებისას, პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო იქნება

ხვალიდან, 10 აგვისტოდან, საქართველოში, ყველგან, მათ შორის ღია სივრცეებშიც, 5-ზე მეტი პირის შეკრებისას, პირბადის ტარება სავალდებულო ხდება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს.

22 ივნისის შემდეგ, გარე სივრცეებში, პირბადეების ტარება სავალდებულო აღარ იყო. თუმცა დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტრანსპორტის გაჩერებებზე ეს შეზღუდვა კვლავ ძალაში დარჩა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 450 149 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 403 762, გარდაიცვალა 6 128 პაციენტი.

ეპიდემიოლოგები მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებენ.

სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ვაქცინაციის ხელშესაწყობად, საქართველოს მთავრობამ განკარგულება გამოსცა.

საქართველოში, ვაქცინაცია „ფაიზერით“, „სინოფარმით“, „სინოვაკითა“ და „ასტრაზენეკათია“ შესაძლებელი. ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ამ ელექტრონულ პორტალზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.