გიორგი კანდელაკი: აუცილებელია საქართველოს ოკუპაციის საკითხის აქტუალიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე და მთავრობის საქმიანობა არის ამის საპირისპირო

გიორგი კანდელაკი: აუცილებელია საქართველოს ოკუპაციის საკითხის აქტუალიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე და მთავრობის საქმიანობა არის ამის საპირისპირო

აუცილებელია საქართველოს ოკუპაციის საკითხის აქტუალიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე და საქართველოს მთავრობის საქმიანობა არის ყველაფერი ამის საპირისპირო, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

„ევროპული საქართველოს" ლიდერები საოკუპაციო ზოლთან, სოფელ ერგნეთში იმყოფებოდნენ, მათ რუსეთის აგრესორობას კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი.

„ევროპული საქართველოს" ლიდერებმა საქართველოს მთავრობას მოუწოდეს - საქართველოს ოკუპაციის საკითხი წამოწიონ და რუსეთზე ზეწოლა, მათ ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, გააძლიერონ.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი კანდელაკის თქმით, ქვეყნის დეოკუპაცია საერთაშორისო ასპარეზზე , დასავლეთსა და რუსეთს შორის საქართველოს საკითხის აქტუალიზაციის გარეშე, შეუძლებელია.

„ომის დაწყების თარიღი არის, რა თქმა უნდა 7 აგვისტო, ასე აღნიშნავს მთელი ცივილიზებული სამყარო საქართველოსა და რუსეთი მთავრობების გარდა, მაგრამ დღეს 8 აგვისტოს ჩვენ არამხოლოდ პატივს მივაგებთ იმ გმირებს, რომლებმაც შეაჩერეს მტრის სწრაფი შემოსვლა ჩვენს ტერიტორიაზე, არამედ სწორედ აქედან, საოკუპაციო ხაზიდან გვინდა ხაზი გავუსვათ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის არამხოლოდ გახსენება ამ დღეების, არამედ მომავალზე ფიქრი და დეოკუპაციაზე ფიქრი, დეოკუპაცია რა თქმა უნდა შეუძლებელია საერთაშორისო ასპარეზზე , დასავლეთსა და რუსეთს შორის საქართველოს საკითხის აქტუალიზაციის გარეშე. ბოლოს, როცა შეხვდნენ აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტები სამწუხაროდ, არ იქნა დაძრული საქართველოს საკითხი, როგორ შეიძლება ეს იყოს კარგი თუ ამერიკის პრეზიდენტი არ დაძრავს საქართველოს საკითხს, როგორ შეიძლება ეს ჩაითვალოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის წარმატებად. სწორედ 8 აგვისტოს საოკუპაციო ხაზიდან ჩვენ გვინდა მივმართოთ ჩვენს მოქალაქეებს და საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ აუცილებელია საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე და საქართველოს მთავრობის საქმიანობა არის ყველაფერი ამის საპირისპირო", - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

Katana . „ევროპული საქართველოს" ლიდერები სოფელ ერგნეთში იმყოფებოდნენ, მათ რუსეთის აგრესორობას კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი."
-------------------
ვაა!.. მეც არ მიკვირდა, რატოა პუტინი ასე შეშფოთებული-მეთქი?
*
"...ბოლოს, როცა შეხვდნენ აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტები... არ იქნა დაძრული საქართველოს საკითხი. "
--------------------
ჰოო... სანამ შეხვდებოდნენ, ბაიდენს უნდა შეეთანხმებინა საქართველოს ხელისუფლებისთვის, რა საკითხებზე აპირებდა პუტინთან საუბარს! და თუ არ შუთანხმა, ამათ უნდა შეეხსენებინათ - საქართველოს საკითხი არ დაგავიწყდესო, ჯოო!!!

ოხ, შენი მატრაბაზი !.. თორემ, რომ "დაეძრა" ეგ საკითხი, რას ამბობ, პუტინს ისეთი შიში და რიდი აქვს ბაიდენის (განსაკუთრებით, მკვლელად რომ მოიხსენია, იმის შემდეგ), დაუყოვნებლივ გასცემდა განკარგულებას საქართველოს დეოკუპაციის შესახებ!

საქართველოს უზარმაზარი პრობლემა კი არა, პუტინისთვის წკიპურტით გადასაწყვეტი - ნავალნის საკითხი რომ დაუყენა ბაიდენმა, რა პასუხი მიიღო, არ გახსოვს, შე ს...ო?!.
3 წლის უკან