საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო.
„13 წლის წინ, დაიწყო სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. ამის შემდეგ, ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. ძალიან მძიმეა, როცა სასაფლაოზე მოვდივართ და ვხედავთ ჩვენი გმირების ოჯახებს - მათ შვილებს, მშობლებს, მეუღლეებს. ამ გმირებმა სამუდამოდ დატოვეს თავიანთი სახელები ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ამით ნამდვილად უნდა იამაყოს მათმა ოჯახებმა და თითოეულმა ქართველმა. ოკუპაცია დროებითია, ამას ყველა ხვდება და ჩვენ ამ ყველაფერს ძალიან მალე დავასრულებთ“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.
ისივე თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის ომი 2008 წელზე გაცილებით ადრე დაიწყო.
„რუსეთი არის აგრესორი და რუსეთის აგრესია ძალიან მალე დასრულდება. ამას ებრძვის არა მხოლოდ საქართველო, არამედ - მთელი მსოფლიო. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მომავალი თაობები გაერთიანებულ საქართველოში იცხოვრებენ“, - აღნიშნა ქვეყნის მთავარმა კანონმდებელმა.
რუსეთ-საქართველოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 170 მათგანი სამხედრო მოსამსახურე იყო. დაჭრილთა და დაშავებულთა რაოდენობა 2 232-ს შეადგინა, მათგან 1 045 - სამხედრო მოსამსახურე.
2008 წლის აგვისტოს ომიდან 13 წელი შესრულდა.