ირაკლი ღარიბაშვილი:  ქედს ვიხრით ჩვენი დაღუპული გმირებისა და მათი ოჯახების წინაშე

ირაკლი ღარიბაშვილი: ქედს ვიხრით ჩვენი დაღუპული გმირებისა და მათი ოჯახების წინაშე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო.

„ვუსამძიმრებთ მთელ საქართველოს, ჩვენს ხალხს. ქედს ვიხრით ჩვენი დაღუპული გმირებისა და მათი ოჯახების წინაშე. ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა გმირულად გასწირეს თავები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დასაცავად. ძალიან ბევრი ოჯახი გაუბედურდა. კიდევ ერთხელ გვახსენდება, თუ რაოდენ დიდია ტკივილი. მოუშუშებელია იარა, რომელიც აგვისტოს ომმა ყველას, ჩვენს ხალხსა და ქვეყანას მოგვაყენა. აგვისტოს ომის შემდეგ, გამოუსწორებელი შედეგები დადგა - ქვეყანაში ოკუპაცია დაკანონდა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.