ანრი ოხანაშვილი: დღევანდელი დღე სავსეა მხნეობითა და შემართებით, რომ ოკუპაცია უნდა დავასრულოთ მშვიდობიანი გზით, დიდი ძალისხმევითა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით

ანრი ოხანაშვილი: დღევანდელი დღე სავსეა მხნეობითა და შემართებით, რომ ოკუპაცია უნდა დავასრულოთ მშვიდობიანი გზით, დიდი ძალისხმევითა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით

13 წელი გავიდა საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე მოვლენებიდან. დღევანდელი დღე სავსეა ემოციებით. პირველ რიგში, სავსეა ტკივილით, დაკარგული სიცოცხლეების, დაკარგული ტერიტორიებისა და მცოცავი ოკუპაციის გამო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს დღე სავსეა უზომო პატივისცემით ჩვენი თავდადებული გმირებისადმი, რომლებიც სიცოცხლის ფასად იცავდნენ სამშობლოს.

„სავსეა მხნეობითა და შემართებით, რომ ოკუპაცია უნდა დავასრულოთ მშვიდობიანი გზით, დიდი ძალისხმევითა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით.

და ბოლოს, სავსეა იმედით, რომ საქართველო აუცილებლად გამთლიანდება და ყველანი დავბრუნდებით საკუთარ სახლებში“, - წერს ანრი ოხანაშვილი.