მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, სოლიდარული ვართ საქართველოს მოსახლეობისადმი და მოუთმენლად ველოდებით დღეს, როდესაც ისინი გაერთიანდებიან

მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, სოლიდარული ვართ საქართველოს მოსახლეობისადმი და მოუთმენლად ველოდებით დღეს, როდესაც ისინი გაერთიანდებიან

13 წლის წინ რუსეთი უკანონოდ შეიჭრა საქართველოში, დახოცა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ათასობით ადამიანს აიძულა, საცხოვრებელი დაეტოვებინა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა აგვისტოს ომთან დაკავშირებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ნედ პრაისის თქმით, რუსი სამხედროები საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას ახდენენ, რასაც ტრაგიკული ადამიანური საფასური აქვს, განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის დროს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის სასიცოცხლო ჰუმანიტარულ და სამედიცინო დახმარებაზე წვდომის შეზღუდვას მსხვერპლი მოჰყვა, რაც დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

„მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები. სოლიდარული ვართ საქართველოს მოსახლეობის მიმართ და მოუთმენლად ველოდებით დღეს, როდესაც ისინი გაერთიანდებიან“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

Katana . „მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები."

უფრო ხშირად უნდა მოუწოდოთ!.. მერე შერცხვებათ რუსებს, აიბარგებიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან, უკან წაიღებენ აღიარებებს, უკან წაიღებენ თავიანთ სამხედრო ბაზებს და ადგილს დაუთმობენ ნატოს ბაზებს, - მობრძანდით, ბატონებო, აწი თქვენ იყავით აქ და თქვენ აკონტროლეთ ჩვენი სამხრეთი საზღვრებიც და ეს დიდი გზაჯვარედინიც, კავკასია რომ ჰქვიაო!

ხომ სჯერათ ამისი დეგენერატ ქართველებს და დეგენერატ ულტრა-მედასავლეთე პოლიტოლოგებს?
3 წლის უკან