სალომე ზურაბიშვილი: სიძულვილის ენა მხოლოდ ძაბავს სიტუაციას, ჩვენი საზოგადოება საკმაოდ დაიღალა ამით

სალომე ზურაბიშვილი: სიძულვილის ენა მხოლოდ ძაბავს სიტუაციას, ჩვენი საზოგადოება საკმაოდ დაიღალა ამით

„შაბათის ქრონიკასთან“ ინტერვიუში პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მოახლოებულ არჩევნებზე სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევები არ იქნება.

„უნდა გადავიდეთ იმაზე, რასაც მე ცივილიზებულ არჩევნებს ვუწოდებ. თვითშეგნებაა საჭირო, რათა ყველამ შეიკავოს თავი სიძულვილის ენისგან, ამომრჩეველი კი საკუთარ არჩევანს მაინც გააკეთებს. ეს მხოლოდ ძაბავს სიტუაციას და მგონია, რომ ჩვენი საზოგადოება საკმაოდ დაიღალა ამით. მოდით, გავუფრთხილდეთ საზოგადოებას - ჩავატაროთ არჩევნები, მაგრამ არ არის აუცილებელი ერთმანეთის ლანძღვა. ეს არის პოლარიზაციის ყველაზე ცუდი შედეგიც და მიზეზიც. ეს ეხება სოციალურ ქსელებსაც - ცოტა უფრო მეტად თავშეკავებულები რომ ვიყოთ, მგონია, რომ კარგ შედეგს მივიღებთ. ეს აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის და უნდა გამოვიდეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.