ფრანგული მედია: ლიონელ მესიმ „პარი სენ-ჟერმენს“ აცნობა, რომ ახალი სეზონის გატარება პარიზულ კლუბში სურს

ფრანგული მედია: ლიონელ მესიმ „პარი სენ-ჟერმენს“ აცნობა, რომ ახალი სეზონის გატარება პარიზულ კლუბში სურს

ლიონელ მესიმ „პარი სენ-ჟერმენს“ აცნობა, რომ ახალი სეზონის გატარება პარიზულ კლუბში სურს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

ჯერჯერობით მხარეებს შორის შეთანხმება არ გაფორმებულა, თუმცა ლიონელ მესიმ „პარი სენ-ჟერმენს“ აცნობა, რომ ახალ სეზონში პარიზულ კლუბში თამაშისთვის მზად არის.

ახლა პარიზულ კლუბს დაბალანსებული ბიუჯეტის მიღწევა მოუწევს, რათა არგენტინელ ფეხბურთელთან გარიგება დადოს.

არსებული ინფორმაციით, საუბარია ორწლიან კონტრაქტზე (ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით).