კანადელი ფეხბურთელი ქუინი პირველი ტრანსგენდერი ოლიმპიური ჩემპიონია

კანადელი ფეხბურთელი ქუინი პირველი ტრანსგენდერი ოლიმპიური ჩემპიონია

კანადელი ფეხბურთელი ქუინი (წარსულში - რებექა ქუინი) პირველი ტრანსგენდერი ოლიმპიური ჩემპიონია. ამის შესახებ გამოცემა France24-ი წერს.

კანადის ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა ფინალში შვედეთი პენალტების სერიაში 3:2 დაამარცხა (ძირითადი დრო 1:1).

რებექა ქუინი ქალად დაიბადა, თუმცა 2020 წელს თავი კაც-ტრანსგენდერად გამოაცხადა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ მას ქალთა ფეხბურთში ასპარეზობის უფლება შეუნარჩუნა.

2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქუინმა კანადის ნაკრების რიგებში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.